პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქალთა როლის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, სამუშაო ფორმატში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გენდერული პოლიტიკის აღსრულებისა და გენდერული პერსპექტივის ანალიზის საკითხებზე იმსჯელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, განხილული იყო „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის განსახორციელებელი ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები. აღინიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქალთა როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მიუხედავად იმისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სფეროებში ქალთა რაოდენობის სტატისტიკური მაჩვენებელი გაიზარდა, გამოწვევები კვლავ რჩება.

„ჩვენ, დღეს საბაზისო საჭიროებების და პრობლემებისა იდენტიფიცირება მოვახდინეთ, რის მიხედვითაც შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, რომლითაც როგორც სამინისტროებს, ასევე დონორ ორგანიზაციებს მივმართავთ. ამ მიმართულებას გენდერული თანასწორობის საბჭოდან ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია უხელმძღვანელებს და დარწმუნებული ვარ, მისი თაოსნობით, ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.

შეხვედრაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა