გიგა ბოკერია - ვერ მოვისმინე ვერცერთი გონივრული არგუმენტი მათგან, ვინც პარლამენტში რჩება - რაც შეეხება შარლ მიშელის განცხადებას, საუკეთესო პარტნიორებიც ცდებიან ხოლმე

ჩვენ ყველანი, ისინიც, ვინც პარლამენტშიც რჩებიან, ვთვლით, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. ვერ მოვისმინე ვერცერთი გონივრული არგუმენტი, ვინც ამ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და რჩება პარლამენტში, ბარიერის გამო ხდება? - ეს არ არის სერიოზული არგუმენტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ბოკერიამ ასევე გააკრიტიკა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადება.

მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები ხშირად ცდებიან და ბოკერიას განმარტებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიშელი შეცდა.

„სხვათაშორის, ამ საკითხში გიორგი ვაშაძეს ვეთანხმები, მას ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდა მიშელის ამ განცხადებაზე, განსხვავებით, სამწუხაროდ „ლელოს“ ლიდერებისგან, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ისინიც მიხვდებიან, რომ საუკეთესო პარტნიორებიც კი ცდებიან ხოლმე. როდესაც შენი საუკეთესო პარტნიორები ცდებიან, თავი კი არ უნდა დაუქნიო, შენი არგუმენტები საჯაროდ გააგონო.

მომხდარა ადრეც, საუკეთესო მეგობრების არაზუსტი შეფასება. რა არის სწორი ასეთ დროს, საჯარო გზავნილები თუ არასაჯარო ისეთ საშიშ რეჟიმთან, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია? - პრეზიდენტი მიშელი და მთლიანად ევროკავშირიც საბოლოო ჯამში, ყოველთვის იქნება ქართული დემოკრატიის მხარდამჭერი, რომც რაღაც მომენტში მათი გზავნილები არ იყოს ადეკვატური და აცდენილი იყოს რეალობას. ეს მომხდარა ჩვენივე ქვეყნის ისტორიაში, შემიძლია გაგახსენოთ „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდი. ზოგიერთ ჩვენ საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორის ელჩთანაც ყოფილა საჯარო უთანხმოება, არასწორად აფასებდნენ ვითარებას, მაგრამ ჯამში, ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს