ირაკლი კობახიძე - არ ვართ ბავშვები, სერიოზული ხალხი ვართ - მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემობრუნებაზე საუბარი, არასერიოზულია

არ ვართ ბავშვები, ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ - შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემობრუნებაზე საუბარი არასერიოზულია, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება პრინციპულია.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა ერთადერთი ფაქტორი არ იყო.

"ხელის არმოწერა იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, რამაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა. იყო სხვა ფაქტორებიც. მათ შორის ის, რომ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბოიკოტი პარლამენტს. შარლ მიშელის შეთანხმების ერთადერთი მიზანი პოლარიზაციის დასრულება იყო. როცა ამ დროს ჩვენი ოპონენტების ყველა ნაბიჯი პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება, ბუნებრივია, შეთანხმებაში დარჩენას არავითარი ლოგიკური აზრი არ აქვს. იყო ამორალური პროტესტი, რასაც ეს პოლიტიკური ძალა ახორციელებდა. იყო უამრავი ნაბიჯი, მხარს არც ერთ ინიციატივას არ უჭერდნენ, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობდა. ყველა ნაბიჯით შარლ მიშელის დოკუმენტს და მის სულისკვეთებას უპირისპირდებოდნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება