ირაკლი კობახიძის განმარტებით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხზე ევროპულ მხარესთან კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე იყო

ირაკლი კობახიძის განმარტებით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხზე ევროპულ მხარესთან კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე იყო.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოხდა მოსაზრებების გაცვლა, თუმცა დეტალებს ვერ დააკონკრეტებს.

"რაც შეეხება შარლ მიშელთან კომუნიკაციას, გეტყვით, რომ კომუნიკაცია ზოგჯერ ფორმალურად წარმოებს და ზოგჯერ - არაფორმალურად. ზოგადად, უმაღლეს დონეზე იყო კომუნიკაცია, იყო მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაცვლა. დანარჩენი - თუ ორივე მხარე საჭიროდ ჩათვლის, ბუნებრივია, დეტალებსაც გარეთ გამოვიტანთ, თუმცა ეს არის შესათანხმებელი. მე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია