ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - ვნახოთ, როგორ ჩამოვა, მაგის თავი არ აქვს, მშიშარა კაცია

ასე იმუქრება უკვე მერამდენე არჩევნებია და ვნახოთ, როგორ ჩამოვა. მაგის თავი რომ ჰქონდეს, აქამდე გააკეთებდა, მაგრამ ვიცით, რომ ამის თავი მას არ აქვს. მშიშარა კაცია და შესაბამისად ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ეს ხალხმაც ძალიან კარგად იცის და ბუნებრივია, ღიმილისმომგვრელია საზოგადოებისთვის მისი ასეთი განცხადება , - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ქვეყანას დაამშვიდებს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ დოკუმენტს პოლარიზაციის გაზრდის მიზნით იყენებდა.

მისივე თქმით, დოკუმენტის საკითხი მთლიანად ამოწურულია და არ აქვს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციას შეიცვლის და მოაწერს თუ არა მას ხელს.

„რესურსი არ აქვთ მათ არავითარი პოლარიზაციის და ის ინსტრუმენტიც აღარ აქვთ, რაც შეიძლება დამატებითი პოლარიზაციისთვის ყოფილიყო გამოყენებული, შესაბამისად ჩვენი ეს გადაწყვეტილება ქვეყანას დაამშვიდებს.

რაც შეეხება კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან, ირაკლი კობახიძის თქმით, რეფორმებთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება.

დოკუმენტის საკითხი მთლიანად ამოწურულია. და ეს იქნება ბავშვური თამაშები ხელმოწერაზე რომ დაიწყოს ახლა საუბარი. 100 დღე არ აწერდნენ ხელს და ახლა იწყებ ამაზე საუბარს, ეს არის ბავშვური მეთოდები. თუმცა, რაც შეეხება კონსულტაციებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, თუ იქნება ასეთი ინტერესი და სურვილი, მათ შორის რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენ ასეთი კონსულტაციები გვექნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონსულტაციებს მივიღებთ და ამაში ჩავერთვებით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მხედველობაში მივიღებთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს