არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მთელი დღის განმავლობაში მთაწმინდის ფერდზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. შსს-ში "ინტერპრესნიუსს" ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაციას უდასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ავსტრალიელი ქალის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ავსტრალიელი შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელია და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს