მთაწმინდის ფერდობზე, სადაც სავარაუდოდ, ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტების დამატებითი ჯგუფი მივიდა

მთაწმინდის ფერდობზე, სადაც სავარაუდოდ, ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტების დამატებითი ჯგუფი მივიდა. ისინი ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობით შევიდნენ. ჯერჯერობით ამ დრომდე გარდაცვლილის ცხედარი გამოყვანილი არ არის. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამართალდამცავები მედიას მოუწოდებენ, რომ ტერიტორიაზე არ შევიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქე 30 ივლისს გაუჩინარდა.

ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა