პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს 6 თვის ვადით აირჩევს

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს აირჩევს.

კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს სულ მცირე 76 ხმით არჩეული კანდიდატები დაიკავებენ.

ცნობილია, რომელ კანდიდატურებს უჭერს მხარს "ქართული ოცნების" უმრავლესობა. როგორც წინა კენჭისყრებმა დაადასტურა, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდი მხარს გიორგი კალანდარიშვილს უჭერს, ხოლო ცესკოს წევრის პოსტზე ასარჩევად გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს აძლევენ ხმას.

საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საერთო კანდიდატებზე ვერშეთანხმების გამო, მაღალი კვორუმით არჩევა ვერ მოხდა.

სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს 6 თვის ვადით აირჩევს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა