პარლამენტის ბიუროს დღეს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ, 2 აგვისტოს სხდომაზე, 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება.

პარლამენტის დადგენილების პროექტი ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა მოამზადა.

დადგენილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

"აღნიშნული გამოძიება საბოლოოდ გასცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან, დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასთან და ევროპულ არჩევანთან", - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო