ხათუნა სამნიძე - 5-6 ივლისის მერე გასაგები გახდა, რომ უარესი გველის - იმედი მაქვს, ოპოზიციური ძალები შევძლებთ ჯერ კომისიის შექმნას და მერე მხილებას, ვინ იდგა თავდასხმების უკან

5-6 ივლისის მერე გასაგები გახდა, რომ უარესი გველის - იმედი მაქვს, ოპოზიციური ძალები შევძლებთ ჯერ კომისიის შექმნას და მერე მხილებას, ვინ იდგა ამ თავდასხმების უკან, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის თაობაზე აცხადებს.

სამნიძის განცხადებით, აღნიშნულის გამოძიებას არ აპირებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ხოლო პრემიერმა განაცხადა, რომ უკვე გამოიძიეს.

“ორშაბათს საგამოძიებო კომისიის შექმნას ეყრება კენჭი. 50 ხმა გვჭირდება.

5-6 ივლისის მერე გასაგები გახდა, რომ უარესი გველის. პირდაპირ მწვანე შუქი და მოწოდებები/წახალისება მოძალადეების ხელისუფლებისგან, მათ შორის ორგანიზატორების დაუსჯელობით, რომ არავინ არ გაბედოს განსხვავებული აზრის, გამბედავი პოზიციის, სიმართლის თქმა.

გამოძიებას არც გომელაური აპირებს. პრემიერმა საერთოდ უკვე გამოვიძიეთო.

ხვალ ჩვენი ფრაქციის ინიციატივა გადის უკვე სესიაზე. 50 ხმა გვჭირდება და შეგვიძლია დავიწყოთ გამოძიება. იმედი მაქვს, ერთობლივად ოპოზიციური ძალები ამას შევძლებთ - ჯერ კომისიის შექმნას და მერე მხილებას, ვინ იდგა ამ თავდასხმების უკან!”, - წერს Facebook-ზე ხათუნა სამნიძე.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ბიუროს 2 აგვისტოს სხდომაზე, 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება. პარლამენტის დადგენილების პროექტი ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა მოამზადა. დადგენილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს