ლევან იოსელიანი - მიშელის შეთანხმებასთან დაბრუნება „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ერთადერთი სწორი ნაბიჯი

მიშელის შეთანხმებასთან დაბრუნება „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ერთადერთი სწორი ნაბიჯი, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმებიდან გასვლა კრიზისს აღრმავებს.

„მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არის მთელი რიგი მუხლები, რომელიც თავიდანვე კარგი იქნებოდა სხვანაირად ყოფილიყო ფორმულირებული, მიმაჩნია, რომ ამ შეთანხმებასთან დაბრუნება „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რადგან ეს შეთანხმება არის ის ჩარჩო, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მათ შორის დავუახლოვდეთ იმ ევროპულ სტანდარტს, რომელიც ამ შეთანხმებით შეიქმნა და გვაძლევს საშუალებას, რომ დავასრულოთ პილიტიკური კრიზისი. ამ შეთანხმებიდან გასვლა კრიზისს მხოლოდ აღრმავებს,” - განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო