ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ათონელის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეხვედრა დასრულდა.შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ათონელის რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა.

ამ წუთებში პრეზედენტი უკვე „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს ხვდება.

ამასთან, ირაკლი კობახიძის გარდა დღის განმავლობაში პრეზიდენტი მმართველი გუნდის კიდევ ერთ წარმომადგენელს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა, სალომე ზურაბიშვილი დღეს, ინდივიდუალურად ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართავს აუდიენციებს. კერძოდ, შეხვედრებია დაგეგმილი ბადრი ჯაფარიძესთან, მამუკა ხაზარაძესთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან, ლევან იოსელიანთან და ხათუნა სამნიძესთან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა