არჩილ თალაკვაძე სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე - ჩანაწერები არ არსებობს - „ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს“, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მთავარის არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მორიგი „ფეიკ ნიუსია“. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „სინამდვილეში ჩანაწერები არ არსებობს; ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს“.

„ჩემთვის ეს არის მორიგი „ფეიკ ნიუსი’ გავრცელებული იმ არხისგან და იმ ე.წ. მედიამენეჯერისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ გახსოვთ, რომ ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს და ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის და დღესაც არ არის გასაკვირი, რომ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მიზნებით ახდენს დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ. რაც ვნახეთ, ეს გახლავთ მორიგი „ფეიკ ნიუსი“, ვინაიდან სინამდვილეში ჩანაწერები არ არის. ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს. ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ყურადღებიდან, რომ გადაცემა დაიწყო წინასწარი დაზღვევით, მან თქვა, მტკიცებულებებს და დეტალებს ნუ მომთხოვთ, რომ ეს მართლაც ხდებაო. როცა ასეთი განცხადებით იწყება ბრიფინგი, ეს ემსახურება სენსაციას. თუ ვინმესთვის მართლაც გახდა ცნობილი რაიმე კანონდარღვევის შესახებ ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან, ის კანონით ვალდებულია ასეთი მტკიცებულებები მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს ტელევიზიის ეთერში ჭორაობის და ამ ტექსტების კითხვის ნაცვლად. ვერც ერთი ქვეყნის ტელევიზიის ეთერში ვერ ნახავთ ადამიანს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მედიამენეჯერი იყოს, იჯდეს ეთერში და კითხულობდეს ტექსტებს. მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახის და მეგობრების მიმართ ვნახეთ „ფეიკ ნიუსები“, ესეც არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან ვიცით, ვინ არის ნიკა გვარამია - ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც სისტემურ დანაშაულებში აქვს მთავარი წვლილი და დღეს არის ამოფარებული ჟურნალისტებს. ორ მედიასაშუალებას უნდა ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ყველა სახელმწიფო უწყებამ, ორგანიზაციამ იმუშაოს ეფექტურად და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. კერძოდ, გუშინ, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-დან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.

თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საზოგადოებას კინემატოგრაფიაში ამერიკულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს