არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე - მერამდენედ აანონსებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას - ბოლოსდაბოლოს, თუ შეუძლიათ, შექმნან და აჩვენონ საზოგადოებას, რომ საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა შეუძლიათ

უკვე მერამდენედ აანონსებენ სხვადასხვა კომისიის შექმნას. ბოლოსდაბოლოს, თუ შეუძლიათ, შექმნან კომისია და აჩვენონ საზოგადოებას, რომ საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა შეუძლიათ, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან 5 -6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციის ინიციატივას.

თალაკვაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია ის საგამოძიებო პროცესი, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები აწარმოებენ.

„ხელისუფლება არ დაელოდა რაიმე კომისიის შექმნას პარლამენტში, ხელისუფლება მოქმედებდა მყისიერად იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც აქვს შესაბამის სტრუქტურებს, რომ გამოეძიებინათ ძალადობის ფაქტები. შემდგომში ოპოზიციამ დააყენა კომისიის შექმნის საკითხი, მათ აქვთ საკმარისი ხმები პარლამენტში. უკვე მერამდენედ აანონსებენ სხვადასხვა კომისიის შექმნას და ბოლოსდაბოლოს თუ შეუძლიათ, შექმნან ასეთი კომისია და აჩვენონ საზოგადოებას, რომ საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა შეუძლიათ და არ ხედავენ პარლამენტს როგორც ქუჩის პროცესებს, რასაც მიჩვეულნი არიან. ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და ვნახოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის საგამოძიებო პროცესი, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები აწარმოებენ და აღმასრულებელ ხელისუფლებას და სამართალდამცავ სტრუქტურებს აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა პარლამენტიდან, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა დადგინდეს და პასუხისგებაში მიეცნენ ისინი, ვინც დაარღვია კანონი,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ, 2 აგვისტოს სხდომაზე, 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება. პარლამენტის დადგენილების პროექტი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ მოამზადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს