სახელოვნებო სფეროს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წევრები შეიკრიბნენ. ისინი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში არსებული საგანძურის დაცვას მოითხოვენ.

დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კულტურის სამინისტრო თვითნებურად გეგმავს ეროვნული განძის ხელყოფას და მისთვის ადგილის შეცვლას. ჩარკვიანის შეფასებით, აღნიშნულ საქმეში პროფესიონალები უნდა ჩაერთონ და ეროვნული განძის პროფესიული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

მან კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს საჩუქრად სათამაშო მიკროფონი გადასცა.

თეა წულუკიანს, როგორც მიკროფონის ქურდს, დავუტოვეთ სათამაშო მიკროფონი. ჩვენი მოთხოვნაა შედგეს სერიოზული დელეგაცია იმ ადამიანთა შემადგენლობით, ვინც გადაფარებულნი არიან ეროვნულ განძს. მნიშვნელოვანია პროფესიონალებმა იცოდნენ რა ტემპერატურით, რა დაცვით და რომელ შენობაში გადადის საქართველოს ეროვნული განძი, ეს არ არის სახუმარო საქმე. ვითხოვ მოხდეს პროფესიული რეაბილიტაცია ეროვნული შენობისა და არა მანქანების სადგომი ადგილი გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა