მამუკა ხაზარაძე - პირველი, რაც გავიგეთ პრეზიდენტისგან არის ის, რომ შარლ მიშელისთვის  „ქართული ოცნების" განცხადება მოულოდნელი იყო

პირველი, რაც გავიგეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან არის ის, რომ შარლ მიშელისთვის „ქართული ოცნების" განცხადება იყო მოულოდნელი. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ,- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალუსტებს განუცხადა.

ხაზარაძე იმედოვნებს,რომ პრეზიდენტი თვითონ გააკეთებს განცხადებას თავის პოზიციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მას გავაცანით „ლელოს" პოზიცია. ვუთხარით, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს მანამ, სანამ მისი წევრები და გარანტორები ამ ხელშეკრულების ნაწილია, მათ შორის პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. ამგვარი შეთანხმებები ასე არ ირღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ბრძოლას გავაგრძელებებთ ხელშეკრულების შესრულებისთვის ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რასაც ჰქვია ქვეყანაში სასამართლო სისტემის მთლიანი რეფორმა, 43%-იანი ბარიერი და ა.შ. ასე, რომ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანა გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე", -განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა მიშელის ხელშეკრულების ანულირება არ მომხდარა, რადგან ასეთი ტიპის ხელშეკრულების ანულირება ასე არ ხდება.

"რაც შეეხება პრეზიდენტს, პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი გარანტორი ამ ხელშეკრულების შესრულების. ასე, რომ დაველოდოთ მის პოზიციას" , - აცხადებს ხაზარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო