ნათია თურნავა - გვინდა ვიყოთ იდეალურები, თუმცა განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც ხდება კრიმინალური შემთხვევები

საქართველო, როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ესე რჩება - გაცილებით უფრო განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება კრიმინალური შემთხვევები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კორონავირუსის მიუხედავად, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად.

„ჩვენ შეგრძნებების და სტატისტიკის დონეზე ვხედავთ, რომ საქართველო კორონავირუსის მიუხედავად, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. ძალიან ბევრი ტურისტია სხვადასხვა ქალაქში, ვხედავთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა საშუალოდ 70-80 პროცენტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ლარის სიმყარეც ირიბი ინდიკატორია, რომ ტურიზმი მართლაც ცოცხლდება და ვითარდება. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სამოგზაურო შეზღუდვებს, ეს უკავშირდება კორონავირუსს, რაც ეხება მსოფლიოში არსებულ დინამიურ ვითარებას პანდემიასთან დაკავშირებით. ხან იზრდება კორონავირუსის საფრთხე, ხან მცირდება. მათი გაფრთხილება მოგზაურობაზე უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებსაც. რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევას, საქართველო, როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ესე რჩება, ასე განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული სამწუხარო შემთხვევები, სამწუხაროდ, არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება დროდადრო. მთავარია, დროულად ხდება რეაგირება და დაგმობილია ჩვენგან. არაფერმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენ სტუმართმოყვარე იმიჯს“, - აღნიშნა თურნავამ.

მან საქართველოში ავსტრალიის მოქალაქის 31 წლის შანეი ბრუკის გარდაცვალებაზეც ისაუბრა. მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ „მსგავსი, თუნდაც ერთეული შემთხვევები, დარტყმას გვაყენებს“.

„დარწმუნებული ვარ, გამოძიება შედეგს დადებს. დაგეთანხმებით, რომ მსგავსი, თუნდაც ერთეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, დარტყმას გვაყენებს. გვინდა ვიყოთ იდეალურები, თუმცა, იდეალური ვითარება არსად არსებობს, გაცილებით უფრო განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც, სამწუხაროდ, ხდება ზოგჯერ კრიმინალური შემთხვევები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ. ხედავთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველო კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად მასპინძლობდეს ათასობით ტურისტს“, - აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს