ნათია თურნავა ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მშობლებსა და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ძალოვანი სტრუქტურები სამძებრო ღონისძიებებში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული.

„ღრმა მწუხარება მინდა გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ბოლო დრომდე გვქონდა იმედი, რომ მას ცოცხალს ვიპოვიდით. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება შედეგს დადებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, თითოეული ასეთი ერთეული შემთხვევა, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯს დარტყმას აყენებს.

„თითოეული ასეთი ერთეული შემთხვევა ჩვენ დიდ დარტყმას გვაყენებს, იმიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ იდეალურები. თუმცა იდეალური ვითარება არსად არ არსებობს, გაცილებით განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, კრიმინალური შემთხვევები ხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საფრთხე მინიმუმადე დავიყვანოთ და საქართველო, მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა და ასეთი ცვალებადი ვითარებისა, ტურისტებს უსაფრთხოდ მასპინძლობდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო