ვახტანგ გომელაური - თეა წულუკიანი ჩემი მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი

თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი პირველი დამცველი პოლიციელების, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყვი, რომ თეა წულუკიანმა ცუდად მოიხსენია პოლიციელები,- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა მინისტრმა უარი თქვა იმის შეფასებაზე, იყო თუ არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და დანაშაული თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი.

„გაიტაცა! დააყაჩაღა! - თქვენ რომ იყოთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რა პასუხი უნდა გაგცეთ, მითხარით?!

რაც შეეხება წულუკიანის განცხადებას, მე ეგ მართლა არ მომისმენია, მოვუსმენ, საინტერესოა. თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი პირველი დამცველი პოლიციელების, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყვი, რომ თეა წულუკიანმა ცუდად მოიხსენია პოლიციელები.

თეა წულუკიანი ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩემი მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მახსოვს, როდესაც გვიჭირდა ძალოვან უწყებებს, მის მიერ გაკეთებული ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები,“- განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი სენაკის თეატრის დარბაზში კითხვის დასმისას წაართვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს