სალომე სამადაშვილი - შეთანხმების ვალდებულებების შესრულებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან უარის თქმა უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმის, რომ 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, ჯერ კიდევ რჩება დღის წესრიგში და რომ ამ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან უარის თქმა უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი საუბარი შეეხებოდა იმას, რა შეიძლება ამ ეტაპზე გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ შეთანხმების გაძლიერება, იმიტომ, რომ ვფიქრობ, პრეზიდენტს, ისევე, როგორც ჩვენს პარტნიორებს, კარგად ესმის, რომ ამ შეთანხმების ვალდებულებების შესრულება რჩება დღის წესრიგში. უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის ამ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან უარის თქმა და დამაზიანებელი იქნება, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“. ამიტომ, აქ ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო, არის თუ არა კიდევ სივრცე იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაბამისად გაიაზროს, რა შედეგები მოჰყვება მათი მხრიდან მცდელობას, რომ გააგრძელონ პოზიციონირება, რომ ამ შეთანხმებას არ აქვს შესაბამისი სავალდებულო ძალა მათთვის, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ძალიან ნათლად ამბობს, რომ ამ შეთანხმებით არსებული ვალდებულებების შესრულების მოლოდინია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან და მათ შესრულებაზე უარის თქმა, პირდაპირ მიაყენებს დარტყმას „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობას ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში. ჩემი აზრით, დღეს რაც უფრო მეტი პოზიცია დაფიქსირდება შეთანხმების მხარდამჭერი და რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის თუ რა შედეგები მოჰყვება „ქართული ოცნების“ პოზიციას, პირველ რიგში, თავად „ქართული ოცნებებისთვის“, მაგრამ ასევე ქვეყნისთვის, მით უკეთესი იქნება თვით პროცესისთვის,“- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა