ხათუნა სამნიძე - იმედი მაქვს, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტს ექნება კონკრეტული ინფორმაცია, რომ კომუნიკაცია გააგრძელოს მიშელთან, როგორც ვიცი, ამას ისევ აპირებს

იმედი მაქვს, რომ ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, მას ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმისათვის, რომ კომუნიკაცია გააგრძელოს პრეზიდენტ მიშელთან, როგორც ვიცი, ამას ისევ აპირებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მიშელის დოკუმენტზე ისაუბრეს.

როგორც სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბიშვილის და მიშელის დახურული შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ "იმედგაცრუება და ერთგვარი შოკი იყო, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებმა, მიშელმა გაიგეს, რომ "ქართული ოცნება" ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან".

"ჩემთვის არ არის ცნობილი, როდის გააკეთებს განცხადებას ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადება იქნება სიტუაციის ადეკვატურად შეფასება და მკაცრი გზავნილები. მე ამის მოლოდინი მაქვს.

პირველ რიგში, რაც ჩემთვის საინტერესო იყო, ეს იყო პრეზიდენტ მიშელის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია. დადასტურდა, რომ მიშელს ინფორმაცია არ ჰქონდა "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილების, რადიკალური ნაბიჯის თაობაზე, რომ ის უარს ეტყოდა ევროპას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და გავიდოდა ხელშეკრულებიდან.

რა თქმა უნდა, ხელშეკრულებიდან გასვლის საბაბად "ნაციონალური მოძრაობის" გამოყენების საკითხზეც ვისაუბრეთ."ქართული ოცნება" ძირითადად სხვისკენ იშვერს ხელს, როდესაც კრიზისი აქვს ქვეყანაში და ძირითადად მისი გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი არის შიში. შიში, რომ ვერ მიიღებს 43%-ს, შიში , რომ არ უნდა განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები და შიში, რომ ამ ქვეყანაში ყოველდღიურად კარგავს ნდობას. დიდი საფრთხეა ასევე ის, რომ "ქართული ოცნება" თავად იქცა რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად, თუ თავად აწარმოებს უკვე ამ ომს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამაზეც ვისაუბრეთ ქალბატონ პრეზიდენტთან", - აცხადებს სამნიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო