ანა ნაცვლიშვილი - IRI-ის კვლევაც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია

"ლელო საქართველოსთვის" ერთ - ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, IRI-ს კვლევით იკვეთება, ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია.

როგორც ნაცვლიშვილმა კვლევის შეფასებისას განაცხადა, ხელისუფლება 43%-ს ვერ მიიღებს, რაც გარდაუვლად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

"თვითმმართველობის არჩევნები ეს არ იქნება არჩევნები, რომელმაც უბრალოდ სხვადასახვა ქალაქებში უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნებიან მერები და ვინ იქნება საკრებულოებში. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად ეს იქნება ეროვნული რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ბედი, გაუშვას სრულიად უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ხელისუფლება და უზრუნველყოს ის, რომ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდეს. ეს არის ამ არჩევნების მთავარი დატვირთვა. რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, ვფიქრობ, ეს კვლევა ადასტურებს, რაც ისედაც ნათელია - ხელისუფლება ვერ მოაგროვებს თვითმმართველობის არჩევნებზე შეთანხმებით გათვალისწინებულ 43%-ს და ეს გარდაუვლად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევას, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების",- განაცხადა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ "მოქალაქეთა განწყობები აჩვენებს, რომ ხელისუფლების დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე გარდაუვალია, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე და შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანა მივიყვანოთ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით".

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა გარემო თავისუფალი, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გარემო თავისუფალი არ იქნება იმ უკანონობების და მანიპულაციების გამო, რომელიც მრავლად გვინახავს.

"მაგრამ იმდენად დიდია საზოგადოების უკმაყოფილება და ცვლილების მიღწევის სურვილი, რომ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ტოქსიკური გარემო ვერ შეაჩერებს მოქალაქეებს გააკეთონ არჩევანი მომავლის საქართველოს სასარგებლოდ.

ამ არჩევნებზე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ოპოზიციამ მიიღოს 57%-ზე მეტი, რითიც ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ეს კვლევაც ადასტურებს იმას, რისი სურათიც სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის შედეგად იკვეთება - ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია. საზოგადოებას იმდენად ძლიერი სურვილი აქვს ცვლილების, სტაგნაციიდან, დაუცველობიდან, უპერსპექტივობიდან გამოსვლის, რომ ეს არჩევნები გახდება გარდამტეხი",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: "შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; "გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; "ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე" - 2%, "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; "მოქალაქეები" - 2%; "ერი- ლევან ვასაძე" - 1%; "ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%; "ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%; "დროა" - ელენე ხოშტარია 1 %; "გირჩი" - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი "არ ვიცი" აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა