ირაკლი კობახიძე კითხვაზე, რატომ გაუქმდა პრემიერის ვიზიტები - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პრემიერი 8 აგვისტოს საზღვარგარეთ მიდიოდა? - ეს არის ტყუილი

8 აგვისტო არის აგვისტოს ომის დღე და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პრემიერი მიდიოდა 8 აგვისტოს საზღვარგარეთ? - ეს არის ტყუილი, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ გააუქმეს ლატვიამ და ესტონეთმა ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური ვიზიტები, რომელიც 8-9 აგვისტოს იყო ჩანიშნული.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და ტელევიზიები ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა:

„ახლა გამოგიჭერთ ტყუილში. 8 აგვისტო არის აგვისტოს ომის დღე და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პრემიერი მიდიოდა 8 აგვისტოს საზღვარგარეთ? - ეს არის მარტივი ტყუილი, ასე მარტივად შეიძლება თქვენი გამოჭერა ტყუილებში. თქვენი ტელევიზიები ისეთ ტყუილებს იგონებენ, რომ იმ გათვლასაც ვერ აკეთებენ, 8 აგვისტოს არ დაამთხვიონ ლიტვაში ვიზიტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა