თეა წულუკიანის განცხადებით, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს რესტავრაციის შემდეგ ექსპონატები უკან დაუბრუნდება, იქამდე კი საგანძურს დროებით საცავებში გადაიტანენ

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან მის რესტავრაციამდე, ექსპონატებს დროებით საცავებში გადაიტანენ.

როგორც წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, დროებითი საცავების შესახებ ინფორმაცია ხვალამდე გახდება ცნობილი.

„ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრების სერიები სახელმწიფო უწყებებთან და კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით ჩვენი, სახელმწიფოს პოზიცია იყო და იქნება ურყევი. კერძოდ, იგულისხმება, რომ ჩვენ პირველ რიგში, ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას მანამ, სანამ ამ ძეგლს აღვადგენთ. ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად ამ შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და იგივე ექსპონატები დაბრუნდება. ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი შრომა. ეს შენობა, რომელსაც ბოლო 15-20 წლის მანძილზე არავინ შეხებია და სამწუხაროდ, მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, არის მძიმე მდგომარეობაში და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო. 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ. წელს დანიშნულია შენობის აღდგენის კონსტრუქციულ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელი, ეს გახლავთ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე ძალიან გამოცდილი კონსტრუქტორი გიგლა ჭანუყვაძე. ველოდებით, რომ მან დააკომპლექტოს გუნდი მისი შეხედულებისამებრ. შემდეგ ამავე ჯგუფში სამუშაოდ მოვიწვევთ არქიტექტორ-რესტავრატორებს და დავიწყებთ მუშაობას.

რაც შეეხება ექსპონატებს, 5 აგვისტოსთვის უნდა ვთქვათ სად უნდა მოთავსდეს ასეულობით ათასი ექსპონატი დროებით საცავში. დღის ბოლომდე თუ არა ხვალ, ვვარაუდობ, რომ კონკრეტულ სივრცეს ვიტყვით. თუმცა, აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება. განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ვერ აიტანს ფიზიკურად შორს გადაადგილებას. ის ორი სივრცე, სადაც დროებით საცავში გადავიტანთ ექსპონატებს, არ იქნება კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე და ამის შესახებ დღეს ან ხვალ მოგახსენებთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა