ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს - ყოველთვის თქვენს დაძახილზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს

ყოველთვის მზად ვარ, რომ ვიმუშავო თქვენთან ერთად, მაგრამ ყოველთვის თქვენს დაძახილზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს,- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მან, ამასთანავე, მედიის წარმომადგენლებს გამოჩენილი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა უარყო ჟურნალისტების შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერი მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებს.

„მე მინდა, პირველ რიგში, გითხრათ, რომ ყოველთვის მზად ვარ, რომ ვიმუშავო თქვენთან ერთად. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას ასეთი ინტერესისთვის. მე არ ვეთანხმები თქვენს შეფასებებს, რომ მე გავიქეცი და ა.შ რადგან ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ყოველთვის თქვენს დაძახილზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს,“- მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს