თინა ბოკუჩავა - ჩვენ გახარიას განცხადებაც გვახსოვს, როცა დაგვემუქრა „დაგამთავრებთო“, თუმცა ვნახეთ, რომ მისი კარიერა დასრულდა „ქართულ ოცნებაში”, „ნაციონალური მოძრაობა“ კი რჩება

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცვლილებებს ემხრობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც IRI- ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. ბოკუჩავას თქმით, 26 პროცენტი არის მხარდაჭერის ის მაქსიმუმი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„ეს 26 % ემთხვევა ადამიანთა იმ რაოდენობას, რომელიც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში. ეს არის ის აბსოლუტური მაქსიმუმი მხარდაჭერის, რომელიც "ქართულ ოცნებას" გააჩნია, ისიც ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა - 70 %-ზე მეტი კი თვლის, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ცვლილებებს, რადგან კარგად ხვდებიან, რომ სხვაგვარად ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ქვეყანას ნათელი მომავალი ვერ ექნება,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

ის ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის პოზიციას, რომ ამ არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობა ოპოზიციიდანაც გაისტუმრებს და ის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსსაც დაკარგავს. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ავტოკრატიული ინსტინქტები აქვთ და ოპოზიციის განადგურებაზე არიან ორიენტირებული.

„ჩვენ გიორგი გახარიას განცხადებაც გვახსოვს საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული, როცა დაგვემუქრა დაგამთავრებთო. მას შემდეგ ვნახეთ, რომ მისი კარიერა დასრულდა "ქართულ ოცნებაში", მაგრამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩება მთავარ ოპოზიციურ პარტიად და იქნება ხელისუფლების ცვლილების ავანგარდში ძალიან მალე, როცა ოპოზიცია გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ეს გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი. სამწუხაროა, რომ ასეთი ავტოკრატიული ინსტინქტები აქვთ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან ოპოზიციის განადგურებაზე, დამთავრებაზე, მოშორებაზე, ნაცვლად იმისა, რომ აღიქვან, დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციაც და პოზიციაც უნდა მუშაობდეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, რიგ საკითხებზე ერთად,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა