თინა ბოკუჩავა - რთული წინასაარჩევნო გარემო იქნება, 5 ივლისიც ღარიბაშვილის მხრიდან ერთგვარი რეპეტიცია იყო

ძალიან რთული წინასაარჩევნო გარემო იქნება, მათ შორის, 5 ივლისიც ღარიბაშვილის მხრიდან იყო ერთგვარი რეპეტიცია არჩევნებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 5 ივლისს მომხდარი მოვლენები იყო გზავნილი, რომ ისინი გაუსწორდებიან ყველას ვინც მათ გააკრიტიკებს.

"სრულიად ფარისევლურად მოუწოდებენ ისინი კონსტრუქციულობისკენ პროდასავლურ ოპოზიციას, მეორე მხრივ, პრორუსული, დუგინის მიერ მოწონებული ჯგუფების წახალისებით და ორგანიზებით სცემენ, კლავენ ჟურნალისტებს და თავს ესხმიან განსხვავებული აზრის მქონე ყველა ადამიანს. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ერთი მონეტის ორი მხარე, რომელმაც ზურგი შეაქცია დასავლეთს და შესაბამისად, ის უნდა ჩავაბაროთ წარსულს როგორც მმართველი პარტია, ბუნებრივია, ოპოზიციაში ასპარეზის დატოვების უფლება ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდუალურ პოლიტიკოსს გააჩნია.

ვფიქრობ, ძალიან რთული წინასაარჩევნო გარემო იქნება, მათ შორის, 5 ივლისიც ღარიბაშვილის მხრიდან იყო ერთგვარი რეპეტიცია არჩევნებისთვის და გზავნილი, რომ ივანიშვილის რეჟიმი სასტიკად გაუსწორდება ყველას, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, ვინც კრიტიკულ კითხვებს დასვამს, გააკრიტიკებს ხელისუფლებას, წარმოაჩენს მათ კორუფციას და უამრავ სხვა დანაშაულს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც მედია, არც პოლიტიკოსები და საქართველოს მოქალაქეები არ შეუშინდებიან ამგვარ ტერორს და ძალიან მშვიდად, მწყობრად, მტკიცედ მივლენ საარჩევნო ყუთთან და გააკეთებენ საკუთარ არჩევანს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა