გიგა ბოკერია - ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება სანქციების შესაძლებლობა, უკვე პოლიტიკური განაჩენია

საერთაშორისო იზოლაციაშია რეჟიმი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - კრიზისის და საფრთხის მდგომარეობაში, დემოკრატიული ოპოზიციის კომუნიკაცია მთავარ პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, უნდა შევასრულოთ „ისტორიული ამოცანა და გავანეიტრალოთ ივანიშვილის რეჟიმის საფრთხე“.

„ივანიშვილის რეჟიმმა წლებია აჩვენა, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს მისი ნაბიჯები ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისთვის. ამ ბოლო პერიოდში, ეს კიდევ უფრო მკაფიო გახდა, კიდევ უფრო უტიფარი, ღია ფორმა შეიძინა, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ბუნებრივია, ამის შედეგებსაც ვხედავთ, საერთაშორისო იზოლაციაშია რეჟიმი და პრემიერი ღარიბაშვილი, ამას ადასტურებს გაუქმებული ვიზიტები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ლიტვაში, ესტონეთსა და ლატვიაში. ამ ვითარებაში, კრიზისის და საფრთხის მდგომარეობაში, დემოკრატიული ოპოზიციის კომუნიკაცია მთავარ პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გავაცნოთ ჩვენი ხედვა, როგორ ვხედავთ ამ ვითარებიდან გამოსავალს, რაში დასჭირდება საქართველოს დახმარება ახლაც და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, რომ ამოვქაჩოთ ეს ზარალი. სანამ ზარალის ამოქაჩვამდე მივალთ, უნდა შევასრულოთ ისტორიული ამოცანა და გავანეიტრალოთ ივანიშვილის რეჟიმის საფრთხე. ამ დროს კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან მნიშვნელოვანია,- აღნიშნავს ბოკერია.

როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან „რეჟიმის მიმართ პოლიტიკური ბოიკოტი იზოლაციის პირველი ნაბიჯებია“, ხოლო ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების შესაძლებლობის სახით განიხილება, პოლიტიკური განაჩენია.

„სანქცია არის ლეგიტიმური და ბუნებრივი ნაბიჯი, რომელსაც იხილავენ, როდესაც ესა, თუ ის რეჟიმი საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ან სტრატეგიულ ინტერესებს ევროკავშირის ღირებულებებთან მიმართებაში.

ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება სანქციების შესაძლებლობა, უკვე პოლიტიკური განაჩენია. საქართველო სულ სხვაგან იყო და სულ სხვაგან უნდა იყოს. ჩვენ ახლა უნდა ვიხილავდეთ შემდგომი ინტეგრაციის საკითხებს ნატოსა და ევროკავშირში, შეერთებულ შტატებთან დაახლოებას, თავისუფალ ვაჭრობას, ევროკავშირთან მიმართებაში კიდევ მეტ ინტეგრაციას. როდის რა იქნება, არასერიოზული იქნება ჩემგან ამაზე საუბარი. ის, რაც უკვე დადასტურებულია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ამ რეჟიმის მიმართ პრაქტიკულად პოლიტიკური ბოიკოტი, ეს არის იზოლაციის პირველი ნაბიჯები. ეს იგივე ნაბიჯის ნაწილია, რისი უკიდურესი ზომა არის სანქციები“,- აღნიშნავს ბოკერია.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს