თინა ბოკუჩავა - შემიძლია დაგიდასტუროთ, განიხილება კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება პარტნიორებმა გადადგან, რომ „ქართული ოცნების“  რეჟიმმა ცხადად დაინახოს, რაოდენ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნება

განიხილება კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმმა ცხადად დაინახოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნება საქართველოსთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევით ზურგი აქცია ევროატლანტიკურ არჩევანს.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკიდურესად შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ ხელისუფლებამ ზურგი აქცია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ არჩევანს, როდესაც ცალმხრივად ეცადა, ანულირება მოეხდინა ამ დოკუმენტის, რომელიც პოლიტიკური ვალდებულებაა და ამ პოლიტიკური ვალდებულების ანულირება შეუძლებელია. ისინი განიხილავენ კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ევროკავშირმა, ისევე როგორც აშშ-მა ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯზე საპასუხოდ.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ განიხილება კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმმა ცხადად დაინახოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნება საქართველოსთვის, რომელთან დაკავშირებითაც ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი. ამ შეთანხმებიდან გასვლის მცდელობა იყო უარი ამ ისტორიულ არჩევანზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს