მაკა ბოჭორიშვილი რან გიდორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე ისაუბრეს.

„ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამომავლო გეგმების, მათ შორის 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის გაკეთების შესახებ.

შეხვედრაზე, ასევე, მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

ყურადღება გამახვილდა საქართველო-ისრაელის ურთიერთობების დღის წესრიგზე და ასევე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების პერსპექტივებზე.

საუბარი შეეხო გლობალური პანდემიით შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

საქართველოში ისრაელის ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამ გზაზე ქვეყანას წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს