პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა, რომ პრეზიდენტიც კი ვერ გაჰყვა ამ სისულელეში - მისი გზავნილები სწორი იყო

პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებში, ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად ბევრი სწორი გზავნილი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შეძლო ამის გამართლება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ზურაბიშვილმა “ქართული ოცნება” დაადანაშაულა და მმართველი გუნდი ბევრ პოლიტიკურ ნაწილში ვერ გაამართლა.

“პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებში 19 აპრილის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლასთან დაკავშირებით ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად ბევრი სწორი გზავნილი იყო. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო ამ შეთანხმებიდან გასვლის სურვილის თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შეძლო ამის გამართლება. ცდილობდა, რომ რაღაც შუალედი დაეჭირა, მაგრამ ისინი ბევრ ნაწილში დაადანაშაულა და თქვა, რომ ასე ჩვენ დასავლეთ პარტნიორებში ნდობას ვერ მოვიპოვებთ. “ქართული ოცნება” გაიქცა შეთანხმებიდან, რადგან მათ მხოლოდ 28% აქვთ და არ შეუძლიათ ეს 28% გახდეს 43%. სისუსტიდან გამომდინარე გაიქცნენ შეთანხმებიდან. საზოგადოებაში აზრი უკვე მომწიფებულია, რომ 43%-ის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, საერთაშორისო პარტნიორებიც შეგუებული არიან. არაფერი შეცვლილა, “ქართული ოცნება” ცდილობს, აღებულ ვალდებულებას თავი აარიდოს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ" ისეთი დამაზიანებელი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა, რომ „პრეზიდენტიც კი ვერ გაჰყვა ამ სისულელეში“.

“პრეზიდენტის განცხადება ანულირებაზე ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ისეთი დამაზიანებელი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა, რომ პრეზიდენტიც კი ვერ გაჰყვა ამ სისულელეში. სალომე ზურაბიშვილიც კი გაემიჯნა ამ სიბრიყვეს, ამ სისუსტეს, უპასუხისმგებლობას, რაც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესისთვის, შეთანხმებიდან გასვლა და გაქცევა. ეს იყო, უმაღლესი მედიაციის პირობებში მიღწეული დოკუმენტი, ჩამოსული იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტი, რომელიც გადამწყვეტი ფიგურაა ევროკავშირში და ამაში ჩართული იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. ასევე არაერთ განცხადებაში მიუთითეს, რომ ეს არის გზა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პროცესი”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო