იუსტიციის მინისტრი - ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნება მიღებული

ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ, რომ სრული კონსენსუსით იქნება მიღებული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც სასულიერო პირების, ასევე ხელისუფლების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს.

წერილში ნათქვამია, რომ საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს უკვე დიდი ხანია აყენებს ხელისუფლების წინაშე, მზაობა ყოველთვის იყო, თუმცა ხელისუფლება სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობების შექმნას ითხოვდა.

პატრიარქი თავის წერილში აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ამასთანავე, სიწმინდის დაცვის მიზნით ჩატარდა სხვა საჭირო სამუშაოებიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო