გია ხუხაშვილი - სალომე ზურაბიშვილი მსჯელობს როგორც სახელმწიფოს მეთაური და ის, რომ მისი პოზიცია ოპოზიციის აზრს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციონერია

პრეზიდენტთან პრეტენზიები დღემდე ჩემი მხრიდან იყო ზუსტად იმის გამო, რომ ის ხშირად ხელმძღვანელობდა ვიწროპარტიული ინტერესებით და გუშინ აჩვენა, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენა სახელმწიფო ინტერესი,- ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მათ შორის 19 აპრილის დოკუმენტის შესრულების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ხუხაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებული განცხადებები არის ევროკავშირის მხარდამჭერი და გამოხატავს პატივისცემას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიმართ. მისივე შეფასებით, ის, რომ ზურაბიშვილის პოზიცია ოპოზიციური პარტიების პოზიციას დაემთხვა, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციონერია.

„ძალიან კრიტიკულად ვიყავი ყოველთვის პრეზიდენტის მიმართ განწყობილი, მაგრამ გუშინდელი გამოსვლა ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი. აბსოლუტურად სწორი აქცენტები იყო დასმული, სწორი შეფასებები და ამით ვარ ძალიან კმაყოფილი.

გასაგებია, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა მუდმივად უყურებს შიდა პოლიტიკურ ჭრილში ყველაფერს, მაგრამ პრეზიდენტმა გუშინ რა პოზიციაც გაახმოვანა, ეს არ არის ოპოზიციის პოზიცია, ეს არის ევროკავშირის, შარლ მიშელის პატივისცემა. ბევრად უფრო დიდ სურათში შევხედოთ - პრეზიდენტმა თქვა მარტივი რაღაცა, რომ არის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ის, რომ მაშინ მომწონდა და ახლა აღარ მომწონს, ასეთი რაღაცები წარმოუდგენელია. მან თქვა კიდევაც, რომ წითელი ხაზების გავლება ხდება ხელშეკრულების დადებამდე. ხელშეკრულება რომ დაიდო, იმას სჭირდება აღსრულება, ეს არის უნივერსალური კანონი. პრეზიდენტი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ის რომ მისი აზრი დაემთხვა ოპოზიციის აზრს, სულაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციონერია. ამიტომ არის, ჩემი აზრით, მისი გუშინდელი ნაბიჯი პატივსაცემი, რომ ის არა პოლიტიკური კონიუნქტურით მსჯელობდა გუშინ, არამედ მსჯელობდა როგორც სახელმწიფოს მეთაური, რაც მისი კონსტიტუციური მოვალეობაა,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა