ეროვნული სატყეო სააგენტო - საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას და დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები. სატყეო სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს, კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვან ნარჩენები და თავი შეიკავონ კოცონის დანთებისგან.

„გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოში ნალექის რაოდენობა მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითაა შემცირებული. ხანძრების გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია. ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც საქართველოში მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ხანძრების რისკი ტყეებში განსაკუთრებით მომატებულია - გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე, მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200-ლარამდე. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე; თუ ზიანი 1000 ლარს შეადგენს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა