თვითმხილველის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, არის მსხვერპლი

თვითმხილველის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.წინასწარი ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, დაშავებულთაგან ერთის ამოყვანა მოხერხდა, ხოლო დანარჩენი მგზავრების სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე უკვე გაემართნენ სამაშველო ჯგუფები.

„ინტერპრესნიუსი“ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს, თუმცა მომხდარის შესახებ კომენტარი ჯერ არ კეთდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია