ანა ნაცვლიშვილი - თუ ვინმე ამ ქვეყანას სანქციებისკენ ექაჩება, ეს "ქართული ოცნებაა"

თუ ვინმე ამ ქვეყანას სანქციებისკენ ექაჩება, ეს "ქართული ოცნებაა", - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, ის არ იცნობს ოპოზიციურ ძალას, რომელიც ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაზე დაჟინებით მუშაობს.

"თუ საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი იმის შესახებ, რომ საქართველო დაისჯება, ეს სწორი მოლოდინი არ არის. ევროპა და აშშ რუსეთისგან იმით განსხვავდება, რომ ის პარტნიორებს სადამსჯელო ტანკით, ხიშტით და თოფით არ ესაუბრება. ევროპა და აშშ იმით არის განსხვავებული და ჩვენთვის ღირებული პარტნიორი, რომ მთელ ძალისხმევასა და რესურსს მიმართავს არა ვინმეს დასჯისკენ, არამედ ძალისხმევას ხარჯავენ, რომ დახმარონ, გააგებინონ, ხელი შეუწყონ. ხარჯავენ ფულს, დროს, რომ ამ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები დემოკრატიული ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს დაემსგავსოს. ჩვენ ვართ ხელისუფლების მხრიდან არაერთი უკან გადადგმული ნაბიჯის მომსწრე. თუ ასე გაგრძელდა, "ქართული ოცნების" პოლიტიკა, ქვეყანას სანქციებს თავად დაუწესებს. თუ საინვესტიციო გარემო დარჩა ის, რაც არის, თუ თავდასხმა, გაზრდილი კრიმინალი და დაუსჯელობის განცდა არ შეიცვალა, ხელისუფლება ქვეყანას სანქციების დე ფაქტო მდგომარეობაში თავად მოაქცევს. მნიშვნელობა არა აქვს ამას სანქცია ერქმევა თუ უბრალოდ ინვესტორები, ტურისტები, ჩვენი მეგობრები თანდათან ჩათვლიან, რომ საქართველოსთან ურთიერთობა, საქმის დაჭერა უსაფრთხო და მიზანშეწონილი არ არის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო