ლევან იოსელიანი - ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა მქონდა და შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

გუშინ მქონდა შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში მათ წარმომადგენელთან და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ სანქციებზე იქ საუბარი არ ყოფილა,- ამის შესახებ "მოქალაქეების"ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სანქციების დაწესების მოლოდინის შექმნა და ამაზე საუბარი არასწორია. ამასთან, როგორც იოსელიანი აღნიშნავს, მისთვის საინტერესოა მმართველი გუნდის პოზიცია მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილებზე, რომელიც სასამართლო რეფორმას და პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებას ეხება.

„უნდა ვისაუბროთ პარტნიორებთანაც და მმართველ პარტიასთანაც იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ შეთანხმებასთან დაბრუნება. ყველა სხვა მოლოდინის შექმნა, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზე საუბარი რელევანტურად არ მიმაჩნია, რადგან ასეთი საუბრები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. არსებით საკითხებზე საუბარი მიმაჩნია სწორად. როცა სანქციებზეა საუბარი, ეს ვნებს ქვეყანას. კონკრეტულ ადამიანებს რა სანქციები დაედებათ, ეს მე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ თუ დაედება რაიმე ტიპის სანქცია ქვეყანას და ამის გამო დაზარალდებიან მოქალაქეები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ამ ამბავში, მაგრამ მე გუშინ მქონდა შეხვედრა და ამ საკითხებზე იქ საუბარი არ ყოფილა. მე უფრო მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა დავბრუნდეთ მსჯელობაში იმ ნაწილზე, რომელსაც მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა გავაგრძლოთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე და წამოვა თუ არა ამაზე მმართველი პარტია - ჩემთვის ეს არის საინტერესო,"- განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა