თამარ გაბუნიას განცხადებით, დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა,  შესწავლა მიმდინარეობს, ეს ანტივაქსერთა ჩარევაა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ძალიან საყურადღებოა, რომ დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა და თან ისე, რომ ჯავშანი არ გააუქმა. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარებს აღნიშნული ფაქტის შესწავლა, რომელმაც უნდა გამოავლინოს არის ეს ანტივაქსერთა ჩარევა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება. ამასთანავე, თამარ გაბუნიას განმარტებით, თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები.

„ჯავშნების გაუქმება, უფრო სწორად, არ გამოცხადება დაჯავშნილ ვიზიტებზე, არის ყოველდღიურად და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი რიცხვი, რომელიც დასახელდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს იყო 3000 შემთხვევა არგამოცხადების, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული ბარიერი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ცდილობდა დარეგისტრირებას და უბრალოდ ადგილი არ დარჩა მათი რეგისტრაციისთვის. ბუნებრივია, ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება, იმისთვის, რომ გამოვლინდეს, რა შესაძლო მიზეზი შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირდა და შემდეგ კი არ გააუქმა ჯავშანი, უბრალოდ არ გამოცხადდა.

ეს ქმედება, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. არ ვიცი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ეს უნდა შეფასდეს და შესაფერისი დასკვნა ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ, არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა, შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება, აღარ მივიდა და უბრალოდ ჯავშანი არ გააუქმა თუ რაღაც სხვა მიზეზია. ამაზე, რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, სანამ რამე დასკვნას გავაკეთებთ, თუმცა ანტივაქსერული ნიშნები რომ არის, სოციალური ქსელში არის აშკარა აქტივობა ამ მიმართულებით. რაც მეტად წინ წავა ვაქცინაციის კამპანია და წარმატებული იქნება, მით მეტად გააქტიურდება ანტივაქსერული მოქმედებაც, ამიტომ ყველა მხრიდან საჭიროა მობილიზება იმისთვის, რომ საპასუხო რეაგირება გვქონდეს. თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ჩაერთვება შესაბამისი უწყებები,“- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ამ პროცესში ვაქცინის დოზები არ გაფუჭებულა, თუმცა პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის