ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დაინიშნა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დაინიშნა.ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ამასთან, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორების აპარატში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა დროს იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულ ქსელში იყო ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო