„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა

საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური ჩართულობით ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 17 ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1.100.000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი - 473.500 ლარს შეადგენს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოცვის ნერგების შეძენა/გაშენებასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა. კოოპერატივს განხორციელებული ინვესტიციის შედეგად 40 ტონამდე მოსავალი მოყავს, რომლის რეალიზაციასაც როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ ახდენს. მოცვზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კოოპერატივი სამაცივრე მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოებას, დამახარისხებელი და გადამამუშავებელი მოწყობილობების შეძენასა და პროდუქტის უკრაინის ბაზარზე გატანას გეგმავს.

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით უკვე წარმატებულად ვახორციელებთ საქმიანობას. ვეძებთ ახალ ბაზრებს, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. მოცვის კრეფის პერიოდში 60-დან 150-მდე ადამიანს ვასაქმებთ. იქედან გამომდინარე რომ მოსავალი წლიდან წლამდე იზრდება, იმედი გვაქვს კიდევ ბევრ ადამიანს დავასაქმებთ“,-აცხადებს კოოპერატივის წარმომადგენელი, ჯამბულ დუმბაძე.

„საქართველოს ბანკი“ არ ჩერდება და განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ბანკის ჩართულობით ქობულეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა. კოოპერატივის წარმატებული საქმიანობის შედეგად კი საჭირო გახდა სამაცივრე მეურნეობის შექმნა და ახლა უკვე გაფართოებაც კი. მოხარული ვართ, რომ პროდუქტი არამარტო საქართველოში იყიდება, არამედ გადის ექსპორტზე უცხოეთში. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კოოპერატივს და ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონის გაძლიერებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს