ბანგლადეშში მეხის დარტყმის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა

ბანგლადეშის ჩაპაინავაბგანჯის რაიონში, მეხის დარტყმის შედეგად საქორწილო წვეულების სულ მცირე 17 სტუმარი დაიღუპა.მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა მდინარე პადმას სანაპიროზე მოხდა, სადაც ნავს, რომელსაც ქორწილის ათობით სტუმარი გადაჰყავდა, მეხი დაეცა.

ბოლო წლების განმავლობაში ბანგლადეშში მეხის დარტყმის შედეგად გარდაცვალების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ექპერტები ამ ფაქტს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს