ირაკლი შოთაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტ მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში ლანა ოუვენსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ რეზიდენტ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში ლანა ოუვენსს და ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს მაიკლ გრანტს შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

„ირაკლი შოთაძემ ლანა ოუვენსს საქართველოს პროკურატურის და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. ასევე, შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკის და პრიორიტეტების შესახებ და პროკურატურის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს მაიკლ გრანტს პროკურატურის სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზეც ისაუბრეს, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას საქართველოს პროკურატურის რეფორმირების პროცესში“, - აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა