გიორგი ხვედელიანი - სალომე ზურაბიშვილს უკეთ ესმის საერთაშორისო პარტნიორების ენა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“

სალომე ზურაბიშვილს ბევრად მეტად ესმის საერთაშორისო საზოგადოების ენა, ვიდრე, მაგალთად, ღარიბაშვილს და კობახიძეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცალკე საკითხია, რამდენად სარწმუნოა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხებოდა.

„რაც არ უნდა კრიტიკულად ვიყოთ განწყობილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რისი საფუძველიც მისი ქმედებები, მისი უმოქმედობა და მისი პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებული პროცესებია, უნდა ვთქვათ სიმართლე - მას ბევრად მეტად ესმის საერთაშორისო საზოგადოების ენა, ვიდრე, მაგალითად, ღარიბაშვილს და კობახიძეს.

მან ცალსახად დაინახა განწყობა, რომელიც როგორც შარლ მიშელს, ისევე ჩვენ სხვა საერთაშორისო პარტნიორებს ჩამოუყალიბდათ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეთანხმება თავზე გადაახია საზოგადოებას. აქედან გამომდინარე მისი ეს პოზიცია ცალმხრივად სწორია. ცალკე საკითხია რამდენად შეიძლება სარწმუნოდ მივიჩნიოთ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. თუ ეს არის გამბედაობა, ნამდვილად მისასალმებელია და შემდეგ ნაბიჯებშიც გამოჩნდება. ასე რომ, დავაკვირდეთ მომავალში განვითარებულ პროცესებს”, - განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა