გიორგი ნონიაშვილი - ხელისუფლება ცდილობს ინფლაცია გამოასწოროს, საზოგადოებაზე მეტი ეკონომიკური წნეხის დაკისრებით

ხელისუფლება ცდილობს ინფლაცია გამოასწოროს, საზოგადოებაზე მეტი ეკონომიკური წნეხის დაკისრებით - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 10%-მდე გაზრდას.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებას რეფინანსირების განაკვეთი გაუზარდოს, დამატებითი ტვირთი დააკისროს და ამით ინფლაცია გამოასწოროს.

„არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ინფლაცია და ის, რომ ეკონომიკური ზრდა არ არსებობს წლიდან წლამდე, მაგრამ ხელისუფლება ჯიუტად გველაპარაკება ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ ციფრები სულ სხვა რამეზე მეტყველებს და შემდეგში ცდილობენ, რომ ინფლაცია გამოასწორონ იმით, რომ დამატებითი ტვირთი დააკისრონ საზოგადოებას და რეფინანსირების განაკვეთი გაუზარდონ, რაც სინამდვილეში ნიშნავს ადამიანების ცხოვრების გაძვირებას, მათ შორის სესხების გამოსავალს, მაგრამ ამ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, რომ ეკონომიკური პოლიტიკა დღეს მაინც გამართოს და გაუმკლავდეს, ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება და ჩქარა ეკონომიკური ცვლილებების ჩატარება, რომელიც შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, ბიუროკრატიას, ამის ხარჯზე გაიზრდება პოტენციურად ის ფული, რომელიც შეიძლება ადამიანებს მოხმარდეს და შემცირდება ინფლაცია, ეკონომიკა წავა წინ და აღარ იქნება ისეთი გაყინული, როგორიც არის დღეს“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა