გიორგი კანდელაკი - მთავრობა კვლავ ტყუის, მივედით საგანგაშო მდგომარეობამდე, როცა ქვეყნის პრემიერ - მინისტრი ფაქტობრივად არის „ნონ გრატა“ საქართველოს ყველაზე ახლობელ მოკავშირეებში

აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ ტყუის, პრემიერ-მინისტრისთვის უარის თქმა სამივე ქვეყნის კოორდინირებული გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან საქართველოს პრემიერ - მინისტრის ვიზიტის დაბლოკვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კანდელაკის თქმით, პრორუსული ქმედებების გამო ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ირაკლი ღარიბაშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

„გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაჭრით უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ამ ქვეყნებში ვიზიტზე უთხრა უარი. დღეს ძალიან ავტორიტეტულმა და სანდო ლიეტუვურმა მედია-საშუალებებმა ისევე როგორც ექსპერტებმა ამ ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურეს. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც ტყუის და აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტისა და მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილება. ასეთი რამ არ ახსოვს ისტორიას, ეს არის უაღრესად საგანგაშო ფაქტი, ჩვენ მივედით საგანგაშო მდგომარეობამდე, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერ - მინისტრი ფაქტობრივად არის ნონგრატა და არასასურველი პიროვნება საქართველოს ყველაზე ახლობელ, ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებში, რაც კი ჩვენ გაგვაჩნია დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ. ვიზიტზე უარის თქმის მთავარ მიზეზად სახელდება 5 ივლისის ძალადობის შემდეგ მთავარი ორგანიზატორების, რომლებიც ღიად არიან დაკავშირებულები რუსეთის ფედერაციასთან, დუგინთან და სხვა ექსტრემისტებთან, დასჯაზე უარი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უარი ბალტიის ქვეყნებისთვის არის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ისინი მართლაც თავგადაკლული მეგობრები და მხარდამჭერები იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალში საქართველოსი, მაგრამ ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკური კლასი ვერ დაიბრმავებს თვალს და ვერ დააიგნორებს იმ ფაქტს რომ თბილისის ქუჩებში მრავალი საათის განმავლობაში სრულიად დაუსჯელად ჟურნალისტებს სცემდნენ რუსეთის ფედერაციასთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტები და რომ მათი ორგანიზატორები კვლავაც დაუსჯელები არიან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ლიეტუვისთვის, ლატვიისთვის და ესტონეთისთვის, ისევე როგორც ჩვენი სხვა მოკავშირეებისთვის, იმპერატიულად მნიშვნელოვანია საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის არ დაშვება და ის, რომ 5 ივლისს იყო რუსეთის გავლენის ზრდის და რუსეთთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტებისა და საქართველოს მთავრობის შერწყმის ხილული გამოვლინება, რა თქმა უნდა ამის არდანახვის სურვილიც არავის არ გააჩნია არც ვილნიუსში, არც რიგაში და არც ტალინში“, - განაცხადა კანდელაკმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს