ევროკომისიის ანგარიში - დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს

საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა შემდგომი ძალისხმევაა საჭირო წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოსაგვარებლად, ასევე ფულის გათეთრების, პრევენციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში, - ამის შესახებ აღნიშნულია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ევროკომისიის ანგარიშში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი და რომელიც ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს წარედგინება.

კომისია საქართველოს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:

„აქტიურად განაგრძეთ წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის ძიების უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოგვარება; მოარგეთ სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიები მიგრანტების შესაბამის პროფილებს, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებთან, დარჩენის ვადის გადამეტებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადებთან მიმართებაში;

გაზარდეთ ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების უკეთ მოგვარების მიზნით; უზრუნველყავით ყველა ასეთი შემთხვევის გამოძიება;

დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს; დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით; დაასრულეთ ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველყოფით, რომ (ა) მას შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და (ბ) ჰქონდეს სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე მისი ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად; გააგრძელეთ ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლა. კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ; გააგრძელეთ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში მოყვანა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

უზრუნველყავით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობა ვიზით მოსარგებლე მესამე ქვეყნების ევროკავშირის სიებთან. კერძოდ, იმ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებშიც არალეგალური მიგრაციაა ან წარმოადგენენ რისკს ევროკავშირისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე