2018 წლიდან  2021 წლის 1-ელი ივლისის ჩათვლით, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 779 პირის მიმართ დაიწყო

2018 წლიდან 2021 წლის 1-ელი ივლისის ჩათვლით საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 779 პირის მიმართ დაიწყო.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსისს“ მიერ საქართველოს პროკურატურიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 353-ე მუხლით, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს, ჯამში სისხლის სამართლებრივი დევნა 459 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო 353-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს, სულ სისხლისსამართლებრივი საქმე 320 მოქალაქის მიმართ აღიძრა.

რაც შეეხება ინფორმაციას კონკრეტულად წლების მიხედვით, 2018 წელს აღნიშნული მუხლებით სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 203 მოქალაქის მიმართ განხორციელდა, კერძოდ, 353-ე მუხლით 148 პირის, ხოლო 353 მუხლის პრიმა მუხლით 55 პიროვნების მიმართ. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 262 იყო, საიდანაც 353-ე მუხლით, სისხლისსამართლებრივი დევნა 136 პირის, ხოლო 353(1)-ე მუხლით 126 მოქალაქის მიმართ დაიწო. 2020 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 353(1) მუხლებით სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 184 პირის მიმართ დაიწყო. კერძოდ, 353-ე მუხლით 116 მოქალქის, ხოლო 353(1)-ე მუხლით 68 პიროვნების მიმართ დაიწყო. 2021 წლის 1-ელი ივლისის ჩათვლით კი, სისხლის სამართლის 353-ე და 353(1) მუხლებით, ჯამში სისხლისსამართლებრივი დევნა 130 პირის მიმართ დაიწყო, აქედან, სისხლისსამართლებრივი დევნა 353 მუხლით - 59 პირის, ხოლო 353(1) მულხლით - 71-ის მიმართ დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო