ლევან იოსელიანი - თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, ამისთვის თავში ხელს არ შემოვირტყამ და არ ვიტყვი, დავიღუპეთ

ოპოზიციის მიზანი საკრებულოში მეტი დეპუტატის შეყვანა უნდა იყოს - თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თავში ხელს არ შემოვიტყამ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა სწორედ საკრებულოშია შესაძლებელი.

"ჩემი აზრით, ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე კარგი შედეგი აჩვენოს და საკრებულოში მეტი დეპუტატი შეიყვანოს, რომ რეალურად, უკეთესი საკრებულო მოვიღოთ, სადაც ჩვენი მოქალაქეების პრობლემები ბევრად უფრო ეფექტურად იქნება გადაწყვეტილი. რაც შეეხება რიგგრეშე არჩევნებს, იცით, რომ ამაზე განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს - ჩვენ რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ გამოსავლად არ მიგვაჩნია. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, გავიმეორებ - ამისთვის თავში ხელს არ შემოვიტყამ და არ ვიტყვი, რომ დავიღუპეთ. რეალურად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთელი ეს პერიოდი, დავინახეთ, რომ ვერანაირ რეალურ პრობლემაზე კონცენტრირება ვერ მოვახდინეთ, ვერ მივიღეთ ვერც ერთი გადაწყვეტილება პარლამენტში, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებას გახდიდა უკეთესს, შეამსუბუქებდა და გამოიყვანდა იმ მდგომარეობიდან, რაშიც არიან, საუბარია განათლებაში დაგროვილ პრობლემებზე, სოციალურ მდგომარეობაზე და ა.შ. ამ პრობლემების გადაჭრა საკრებულოში ხდება,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა