„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

,,ჩვენ დღეს მოვედით და პატივი მივაგეთ ადამიანებს, რომლებთანაც ვალში ვართ ადამიანურად. მათ გაიღეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე იმისათვის, რომ ყველანი ვყოფილიყავით კარგად. ეს იყო ბრძოლის ერთი ნაწილი, ეს ბრძოლა არ დასრულებულა და ნამდვილად მჯერა, რომ ამ ადამიანების ხსოვნისთვის ჩვენ დავიბრუნებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქართველის ვალდებულებაა საქართველო იყოს ერთიანი, მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე”, - აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა