გიგა ბოკერია - პუტინის პროპაგანდა ცდილობს რყევაში ამყოფოს ქართული საზოგადოება, მათი ხაზია ფარისევლური ენა, თითქოს ქართველი ხალხი უყვართ

პუტინის პროპაგანდა ცდილობს რყევაში ამყოფოს ქართული საზოგადოება, მათი ხაზია ფარისევლური ენა თითქოს უყვართ ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი უყვართ, ოღონდ სახელმწიფოს თავისუფლების და ჩვენი სუვერენული ტერიტორიების გარეშე“, - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ითამაშოს.

„ტრადიციულად, ეს არ არის პირველი ასეთი განცხადება, პუტინის პროპაგანდა ცდილობს ამ რყევაში ამყოფოს ქართული საზოგადოება, რომ აი, საფრთხეს წარმოვადგენთ, შეგვიძლია ძალიან მძიმე დღეში ჩაგაგდოთ, მაგრამ, თუ იმ ჭკუაზე ივლით, რაც ჩვენ გვაწყობს, რაც რეალურად სახელმწიფოებრივობაზე და თავისუფლებაზე უარის თქმას გულისხმობს, მაშინ რაღაცას გადმოგიგდებთ. ზოგადად მათი ხაზია ეს ფარისევლობა და ფარისევლური ენა, თითქოს, უყვართ ქარველი ხალხი, ქართველი ხალხი უყვართ, ოღონდ სახელმწიფოს თავისუფლების და ჩვენი სუვერენული ტერიტორიების გარეშე.

მეორე ასპექტია „ქართული ოცნების“ დახმარების პროპაგანდა. ყველა საკვანძო მომენტში, ამ ჟესტის გაკეთება, რომ ალტერნატივის შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ იქნა, მაშინ ნახავთ, რა მოხდება. სამწუხაროდ, არის საზოგადოების მცირე ნაწილი, რომლისთვისაც ეს არგუმენტი ეფექტურია.

არც ერთ ნორმალურ ადამიანს ომი არ უნდა. შეგნებულ ადამიანებს ესმით, რომ პუტინის რუსეთის საფრთხე სწორედ იმაშია, რომ მასთან შეთანხმება, სანამ ამ გადაწყვეტილებაზე არიან, არ არსებობს. მათი შეთანხმების ნაწილია, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყანა არ ვიყოთ.

„ქართული ოცნება“ ცდილობს ითამაშოს ამაზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, სწორედ ამ პროცესში თანამონაწილეობას ვხედავთ პუტინის პროპაგანდისგან. ის, რომ ისეთი მთავრობა გვყავს, რომლის ღია მხარდაჭერა შეუძლია რუსეთს პორპაგანდისტულად, უკვე დიაგნოზია“,- აღნიშნავს ბოკერია.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებით, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.

„მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე - რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო